ემერჯენსი სერვისი

გთავაზობთ რეანიმაციული, კარდიოლოგიური, ქირურგიული თერაპიული, პედიატრიული და ნეონატოლოგიური ბრიგადების მომსახურებას.


COVID-19 (PCR) ტესტირება

უკვე სახლში შეგიძლიათ ჩაიტაროთ COVID-19 ტესტირება (PCR) მეთოდით.
გისურვებთ ჯანმრთელობას.

16 116 
577 22 02 30 
577 22 03 30 
 

სერვისები

მომსახურება ბინაზე

ექიმის კონსულტაცია ბინაზე, მრავალპროფილური ბრიგადებით მომსახურება: თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ქირურგი, ოჯახის ექიმი, ონკოლოგი,ინექცია კუნთში, ინექცია ვენაში, მედიკამენტების გადასხმა ბინის პირობებში, ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმა, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია.

ტრანსპორტირება

როგორც საქართველოს ასევე საზღვრებს გარეთ პციენტის ჰოსპიტალიზაცია (ტრანსპორტირება): რეგიონიდან კლინიკაში, კლინიკიდან კლინიკაში, კლინიკიდან ბინაზე, ბინიდან კლინიკაში.
პაციენტის ტრანსპორტირება საზღვრებს გარეთ სამედიცინო ეკიპაჟის თანხლებით.

კონსულტანტები

სხვადასხვა პროფილის ექიმი კონსულტანტების ვიზიტი ბინაზე - თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ქირურგი, ოჯახის ექიმი, ონკოლოგი, ანგიოლოგი

ლაბორატორიული კვლევები

ბინაზე ლაბორატორიული მომსახურება - სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, კოაგულოგრამა და ა.შ.

ინსტრუმენტული კვლევები

ყველა სისტემის ექოსკოპიური კვლევა, დოპლეროგრაფია (დოპლერი), რენტგენოგრაფია (რენტგენი), ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), ჰოლტერი

შინმოვლის სერვისი

ბინაზე მოხუცების და ქრონიკული ავადმყოფების მოვლა მედდებისა და ექთნების დახმარებით, პალიატიური მზრუნველობა, ექიმის მიერ გამოწერილი დანიშნულების შესრულება, პაციენტების ჟანგბადის წყაროთი უზრუნველყოფა ბინაზე, მწოლიარე პაციენტის მონიტორინგი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბით უზრუნველყოფა.

სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება

სს „ემერჯენსი სერვისი“ უზრუნველყოფს სპორტული ღონისძიებების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადებით მხარდაჭერას.
სს „ემერჯენსი სერვისი“-ს ძირითადი პარტნიორია სპორტული ფედერაციები: ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, რაგბი, ძიუდო. კომპანიის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამთო-სათხილამურო შეჯიბრის -,,სუხია-2010-2011-2012-2013’’ პროექტში. სს „ემერჯენსი სერვისი“-ს ექსკლუზიური სპონსორია 2015 წლის ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, რომელიც ჩატარდა ქ. თბილისში.
სს „ემერჯენსი სერვისი“ ექსკლუზიური პარტნიორია 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20- წალამდენლთა ჩემპიონატის, რომელიც ჩატარდა ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში

სართულებზე აყვანა/ჩაყვანა

კომპანია უზრუნველყოფს პაციენტების დახმარებას სანიტარული ბრიგადით, რაც გულისხმობს ნებისმიერი ჰემოდინამიკის მქონე, ასევე მძიმეწონიანი პაციენტების აყვანა/ჩაყვანას ბინაზე (ნებისმიერ სართულზე) სამედიცინო ეკიპაჟის თანხლებით.

ოჯახის ექიმი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ოჯახის ექიმის მომსახურებას. პაციენტთან ვიზიტი ბინაზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი დანიშნულების გამოწერა, საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტინი) გახსნა.

შშმ პირების ტრანსპორტირება

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმპ) ტრანსპორტირება შესაბამისად ადაპტირებული რეანიმობილებით (ეტლით მოსარგებლე პაციენტის სპეციალიზებული ელევატორით აყვანა ამბულანსში)

სატელეფონო მომსახურება

სს „ემერჯენსი სერვისი“-ს სატელეფონო მომსახურების ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კომპანიის შიდა სატელეფონო პროგრამის საშუალებით 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს შემოსული ზარების მონიტორინგსა და მასზე სათანადო რეაგირებას.
დაკომპლექტებულია შესაბამისად გადამზადებული მაღალკვალიფიციური კადრებით. Call center-ი ორიენტირებულია საინფორმაციო დატვირთვაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს პაციენტის მხრიდან მოთხოვნილი შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფას.
პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე 16 116 ან 2530333 მხოლოდ ერთი ზარის განხორციელებით სს „ემერჯენსი სერვისი“-ს ოპერატორი უზრუნველვყოფს პაციენტისთვის ყველანაირი სამედიცინო სერვისით ოპერატიულ და მაღალხარისხიან მომსახურების მიწოდებას.
კომპანიასთან თანამშრომლობით პაციენტს ან პაციენტის მეურვეს გარანტირებუილი აქვს მაღალი სამედიცინო მომსახურების დაგეგმარება.

პაციენტის ავიატრანსპორტირება

სს „ემერჯენსი სერვისი“ გთავაზობთ Aire Medic - ის მომსახურებას, რაც გულისხმობს ექიმების თანხლებით ნებისმიერი სირთულის პაციენტის ტრანპორტირებას შესაბამისად ადაბტირებული თვითმფრინავით ტრანსპორტირებისას.

ჩვენს შესახებ

სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი - სს „ემერჯენსი სერვისი“ დაარსდა 2009 წელს.

სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი - სს „ემერჯენსი სერვისი“-ს სათაო ოფისი მდებარეობს: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 13/6; ქ. თბილისში, კომპანია ფლობს ფილიალებს, რომლებიც განთავსებულია ქალაქის მაშტაბით პარტნიორ კლინიკებში.

სს „ემერჯენსი სერვისს“ გააჩნია 20 ფილიალი საქართველოს ყველა ძირითად საკვანძო ქალაქში, რაც საშუალებას იძლევა ეფექტურად და ოპერატიულად მოვემსახუროთ რეგიონებსა და რაიონულ ცენტრებს.

სს „ემერჯენსი სერვისი“ დაკომპლექტებულია მაღლკვალიფიციური მედ.პერსონალით. ჩვენი ტრეინინგ ცენტრი ახორციელებს შიდა ტრეინინგებს ექიმების უწყვეტი სამედიცინო პროფესიული განათლებისათვის (უპგ), რაც უზრუნველყოფს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

სს „ემერჯენსი სერვისი“ ჩართულია სახელმწიფო რეფერალური ტრანსპორტირების პროგრამაში (სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამა).

სს „ემერჯენსი სერვისი“ აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

სს „ემერჯენსი სერვისი“-ს ძირითადი პარტნიორია სპორტულ ფედერაციები: ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, რაგბი, ძიუდო. კომპანიის გადაუდებელი სამედიცინო ბრიგადები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამთო-სათხილამურო შეჯიბრის - ,,სუხია-2010-2011-2012-2013’’ პროექტში.

სს „ემერჯენსი სერვისი“-ს ექსკლუზიური სპონსორია 2015 წლის ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, რომელიც ჩატარდა ქ. თბილისში.

სს „ემერჯენსი სერვისი“ ექსკლუზიური პარტნიორია 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20- წალამდენლთა ჩემპიონატის, რომელიც ჩატარდა ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში;

სს „ემერჯენსი სერვისი“ თანამშრომლობს ტურისტულ და სამედიცინო ტურისტულ სააგენტოებთან.

სს „ემერჯენსი სერვისი“ ძირითადი კონტრაქტორია სადაზღვევო კომპანიების: ჯიპიაი ჰოლდინგი-ვენის სადაზღვევო ჯგუფი, ირაო ვენის სადაზღვევო ჯგუფი, ალდაგი, იმედი L, ალფა, არდი, ქართუ, გლობალ ბენეფიტს ჯორჯია, უნისონი,

სს „ემერჯენსი სერვისი“-ს ძირითადი მომხმარებელია კერძო სექტორი.

სს „ემერჯენსი სერვისმა“ მომსახურების სფეროს გაფართოების მიზნით შექმნა ქსელი და მასში გააერთიანა: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი: „კარდიო სერვისი“, “ICC”, „009“, „ლაზარე“.

სს „ემერჯენსი სერვისი“-ს შვილობილი კომპანია სს “ჰოსპიტალ სერვისი“ ახორციელებს პალიატიურ მზრუნველობასა და ხანდაზმული და ქრონიკული პაციენტების ბინაზე მოვლას. სს “ჰოსპიტალ სერვისი“ ასევე ფლობს ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში პალიატიური მზრუნველობის კლინიკებს.

სს „ემერჯენსი სერვისი“ 2015 წლის 15 სექტემბრიდან, 2017 წლის 15 სექტემბრამდე, იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პროექტის თანამონაწილე.

სს „ემერჯენსი სერვისი“-ს სატელეფონო მომსახურების ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კომპანიის შიდა სატელეფონო პროგრამის საშუალებით 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს შემოსული ზარების მონიტორინგსა და მასზე სათანადო რეაგირებას. დაკომპლექტებულია შესაბამისად გადამზადებული მაღალკვალიფიციური კადრებით. Call center-ი ორიენტირებულია საინფორმაციო დატვირთვაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს კლინიკის მხრიდან მოთხოვნილი შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფას.

სს „ემერჯენსი სერვისი“-ს ცხელ ხაზსს პარტნიორი სამედიცინო დაწესებულები ონლაინ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას პაციენტთა მომსახურების რესურსის შესახებ, რის საფუძველზეც კომპანია განახლებულ რესურს ატვირთავს საქართველოს ჯან-დაცვის სამინისტროს პორტალზე.

სს „ემერჯენსი სერვისი“-ს მხრიდან შემოთავაზებული პირობები კლინიკას უქმნის კომფორტს, რაც აისახება დროის და ფინანსების დაზოგვაში.

სს „ემერჯენსი სერვისი“-ს უპირველესი მიზანია - მსოფლიო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად გაუწიოს პაციენტს ადექვატური სამედიცინო მომსახურება. პრიორიტს წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის მაღალხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა, რის საფუძველზეც კომპანია მუდმივად ანვითარებს მის საზღვრებში არსებულ სამედიცინო მომსახურებას, პაციენტზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურ და ეფექტურ დახმარებას.ლი აქვს საინფორმაციო დატვირთვა, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ კლინიკის მედ.პერსონალს არ ესაჭიროება დამატებითი დროის ხარჯვა და პირადი კონტაქტების გამოყენება იმისათვის, რომ მოახდინონ პაციენტის დროული და ადექვატური მომსახურება ტრანსპორტირებისშემთხვევაში.

პარტნიორები

ვაკანსიები

  • სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი სს ,,ემერჯენსი სერვისი“ აცხადებს შესარჩევ კონკურსს - მძღოლის ვაკანტურ პოზიციებზე ქალაქ თბილისში.

    შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებს.

    აუცილებელი მოთხოვნები:
    • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
    • ასაკი 25-60 წელი
    • თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
    • მართვის მოწმობა (B.C კატეგორიის)
    • ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა

    კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გამოგზავნონ CV ელექტრონულ მისამართზეinfo@ers.ge დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმაში მიუთითოთ სასურველი ქალაქი
    განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 8 ნოემბერი.
    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.

კონტაქტი

მისამართი

ქ.თბილისი ლუბლიანას 13 / მ.ჭიაურელის 6

ნომერი

16 116

0(322) 53 03 33

იტვირთება
სამწუხაროდ შენი წერილი ვერ გაიგზავნა. სცადეთ თავიდან.
შენი წერილი გაგზავნილია. მადლობა !