სპორტული მედიცინა ათლეტთა ჯანმრთელობისთვის

  • მთავარი
  • სპორტული მედიცინა ათლეტთა ჯანმრთელობისთვის

მომსახურება 24/7

30+ ფილიალი ქვეყნის მასშტაბით

25+ წლიანი გამოცდილება

სპორტული მედიცინა ათლეტთა ჯანმრთელობისთვის

საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის თანაორგანიზებით, ბათუმმა, 28-29 მაისს, უკვე მესამედ უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – “სპორტული მედიცინა ათლეტთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის”.

ღონისძიებამ გააერთიანა ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, ექიმები, ფიზიოთერაპევტები, მეცნიერები და სპორტის სფეროს წარმომადგენლები. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებისათვის.

ტრადიციულად, “ემერჯენსი სერვისი” ღონისძიების პარტნიორი და მხარდამჭერი გახლდათ.

Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Post Type Selectors