სერვისები

მომსახურება 24/7

30+ ფილიალი ქვეყნის მასშტაბით

25+ წლიანი გამოცდილება

რეანიმაციული, კარდიოლოგიური, ქირურგიული, თერაპიული, პედიატრიული და ნეონატალური ბრიგადების მომსახურება.

მომსახურება ბინაზე

მრავალპროფილური ბრიგადებით მომსახურება: თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ქირურგი, ოჯახის ექიმი, ონკოლოგი,ინექცია კუნთში, ინექცია ვენაში, მედიკამენტების გადასხმა ბინის პირობებში, ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმა, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია.

ტრანსპორტირება

როგორც საქართველოს ასევე საზღვრებს გარეთ პციენტის ჰოსპიტალიზაცია (ტრანსპორტირება): რეგიონიდან კლინიკაში, კლინიკიდან კლინიკაში, კლინიკიდან ბინაზე, ბინიდან კლინიკაში. პაციენტის ტრანსპორტირება საზღვრებს გარეთ სამედიცინო ეკიპაჟის თანხლებით.

კონსულტანტები

სხვადასხვა პროფილის ექიმი კონსულტანტების ვიზიტი ბინაზე - თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ქირურგი, ოჯახის ექიმი, ონკოლოგი, ანგიოლოგი.

ლაბორატორიული კვლევები

ბინაზე ლაბორატორიული მომსახურება - სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, კოაგულოგრამა და ა.შ.

ინსტრუმენტული კვლევები

ყველა სისტემის ექოსკოპიური კვლევა, დოპლეროგრაფია (დოპლერი), რენტგენოგრაფია (რენტგენი), ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), ჰოლტერი.

შინმოვლის სერვისი

ბინაზე მოხუცების და ქრონიკული ავადმყოფების მოვლა მედდებისა და ექთნების დახმარებით, პალიატიური მზრუნველობა, ექიმის მიერ გამოწერილი დანიშნულების შესრულება, პაციენტების ჟანგბადის წყაროთი უზრუნველყოფა ბინაზე, მწოლიარე პაციენტის მონიტორინგი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბით უზრუნველყოფა.

სპორტული ღონისძიებები

სს „ემერჯენსი სერვისი“ უზრუნველყოფს სპორტული ღონისძიებების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადებით მხარდაჭერას.

სართულებზე აყვან-ჩაყვანა

კომპანია უზრუნველყოფს პაციენტების დახმარებას სანიტარული ბრიგადით, რაც გულისხმობს ნებისმიერი ჰემოდინამიკის მქონე, ასევე მძიმეწონიანი პაციენტების აყვანა/ჩაყვანას ბინაზე (ნებისმიერ სართულზე) სამედიცინო ეკიპაჟის თანხლებით.

ოჯახის ექიმი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ოჯახის ექიმის მომსახურებას. პაციენტთან ვიზიტი ბინაზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი დანიშნულების გამოწერა, საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტინი) გახსნა.

შშმ პირების ტრანსპორტირება

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმპ) ტრანსპორტირება შესაბამისად ადაპტირებული რეანიმობილებით (ეტლით მოსარგებლე პაციენტის სპეციალიზებული ელევატორით აყვანა ამბულანსში).

სატელეფონო მომსახურება

სს „ემერჯენსი სერვისი“-ს სატელეფონო მომსახურების ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კომპანიის შიდა სატელეფონო პროგრამის საშუალებით 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს შემოსული ზარების მონიტორინგსა და მასზე სათანადო რეაგირებას.

პაციენტის ავიატრანსპორტირება

სს „ემერჯენსი სერვისი“ გთავაზობთ Air Medic - ის მომსახურებას, რაც გულისხმობს ექიმების თანხლებით ნებისმიერი სირთულის პაციენტის ტრანპორტირებას შესაბამისად ადაბტირებული თვითმფრინავით ტრანსპორტირებისას.
Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Post Type Selectors