ჩვენს შესახებ

მომსახურება 24/7

30+ ფილიალი ქვეყნის მასშტაბით

25+ წლიანი გამოცდილება

27

წელი თქვენს გვერდით!

ჩვენს შესახებ

სს “ემერჯენსი სერვისი” 2009 წელს დაარსებული სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრია, რომელიც საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ოპერატიულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, ლუბლიანას ქუჩა 13/6-ში. დედაქალაქში “ემერჯენსი სერვისი” წარმოდგენილია პარტნიორ კლინიკებში განთავსებული ფილიალებით, ხოლო საქართველოს მასშტაბით 20 ფილიალი ფუნქციონირებს ქვეყნის ძირითად საკვანძო ქალაქებში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას სწრაფად და ეფექტურად მოვემსახუროთ როგორც რეგიონებს, ისე რაიონულ ცენტრებს.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებითა და სამედიცინო პერსონალით. კომპანიის ტრეინინგ-ცენტრი რეგულარულად ატარებს უწყვეტი პროფესიული განვითარების (UPG) პროგრამებსა და შიდა ტრენინგებს, რაც უზრუნველყოფს თანამშრომლების კვალიფიკაციის მუდმივ ზრდასა და თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების დანერგვას.

“ემერჯენსი სერვისი” ჩართულია სახელმწიფო რეფერალური ტრანსპორტირების პროგრამაში და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან. მრავალწლიანი გამოცდილებით კომპანია უზრუნველყოფს პაციენტების უსაფრთხო და ეფექტურ სამედიცინო ტრანსპორტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია მრავალი წელია სპორტული ღონისძიებების სამედიცინო უზრუნველყოფის ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენი პარტნიორები არიან საქართველოს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის, რაგბისა და ძიუდოს ფედერაციები. “ემერჯენსი სერვისი” მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტში.

“ემერჯენსი სერვისი” წარმატებით თანამშრომლობს ტურისტულ და სამედიცინო ტურისტულ სააგენტოებთან, ასევე საქართველოს წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები კერძო სექტორის წარმომადგენლები და კორპორაციული ორგანიზაციები არიან.

მომსახურების არეალის გაფართოების მიზნით, კომპანიამ ერთიან ქსელში გააერთიანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები „კარდიო სერვისი“, „ICC“, „009“ და „ლაზარე“, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რესურსებსა და მომსახურების ხელმისაწვდომობას.

კომპანიის შვილობილი ორგანიზაცია — სს „ჰოსპიტალ სერვისი“ — ახორციელებს პალიატიურ მზრუნველობას, ხანდაზმული და ქრონიკული პაციენტების ბინაზე მოვლას, ასევე მართავს პალიატიური მზრუნველობის კლინიკებს თბილისში და ქუთაისში.

2015-2017 წლებში “ემერჯენსი სერვისი” იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პროექტის თანამონაწილე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის სანდოობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 24/7 სატელეფონო მომსახურების ცენტრი უზრუნველყოფს შემოსული ზარების უწყვეტ მონიტორინგსა და ოპერატიულ რეაგირებას. პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებებისგან მიღებული ონლაინ მონაცემების საფუძველზე მუდმივად ახლდება ინფორმაცია ხელმისაწვდომი სამედიცინო რესურსების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პაციენტების მართვასა და ტრანსპორტირების პროცესს.

ჩვენი მთავარი მიზანია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველვყოთ პაციენტებისთვის ხარისხიანი, უსაფრთხო და დროული სამედიცინო მომსახურება. პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა, პროფესიონალიზმი და მუდმივი განვითარება წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზეც “ემერჯენსი სერვისი” უკვე წლებია აშენებს ნდობასა და წარმატებას.

პარტნიორები

Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Post Type Selectors