ჩვენ შესახებ

შპს „ემერჯენსი სერვისი“ დაარსდა 2009 წელს.

კომპანია სერთიფიცირებულია ISO 9001:2015 სტანდარტის სერტიფიკატით.

შპს „ ემერჯენსი სერვისი“ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს და აქვს 18 ფილიალი შემდეგ ქალაქებში, რეგიონებსა და მიმდებარე რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ხაშური, ქარელი, ახალციხე, ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ლანჩხუთი , აბაშა, ზუგდიდი, ბათუმი, ქობულეთი, რუსთავი , გურჯაანი , თელავი, მარნეული, რუსთავი.

შპს „ ემერჯენსი სერვისი“ ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით . შპს „ ემერჯენსი სერვის“-ს დღეის მდგომარეობით გააჩნია 42 შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვილი რეანომობილი , მათ შორის 8 მაღალი გამავლლობის ჯიპი მაღალმთიან რაიონებიდან პაციენტის ტრანსპორტირებისთვის.

შპს „ ემერჯენსი სერვისი“-ს აქვს რეანიმაციული , კარდიოლოგიური , თერაპიული , პედიატრიული და ნეონატოლოგიური ბრიგადების მომსახურება.

შპს „ ემერჯენსი სერვისი“ დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური მედ.პერსონალით. ჩვენი ტრენინგ ცენტრი ახორციელებს შიდა ტრენინგების ექიმების უწყვეტი სამედიცინო პროფესიული განათლებისთვის (უპგ) რაც უზრუნველყოფს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას . კომპანიაში დასაქმებულია 380 თანამშრომელი.

შპს „ ემერჯენსი სერვისი“ ჩართულია სახელმწიფო რეფერალური ტრანსპორტირების პროგრამაში (საასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამა).

შპს „ ემერჯენსი სერვისი“ გახლავთ საქართველოში უმსხვილესო საავადმყოფოთა გაერთიანებების : კორპორაცია ევექსის და ჯეო-ჰოსპიტალსი-ს ექსკლუზიური პარტნიორი. სასწრაფო გადაუდებელი ტრანსპორტირების ფარგლებში მათთვის ერთადერთი სერვისის მიმწოდებელია , შესაბამისად მთელი საქართველოს მაშტაბით უმოკლეს დროში ხორციელდება პაციენტის კლინიკებთან შეთანხმება და ტრანსპორტირება.

შპს „ ემერჯენსი სერვისი“ აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

შპს „ ემერჯენსი სერვისი“ ძირითადი პარტნიორია სპორტული ფედერაციების : ფეხბურთი, კალათბურთი , ხელბურთი , რაგბი , ძიუდო . კომპაჯნიის გადაუდებელი სამედიცინო ბრიგადები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამთო-სათხილამურო შეჯიბრის - „სუხია - 2010-2011-2012-2013“ პროექტში.

შპს „ ემერჯენსი სერვისი“ იყო სპონსორი 2015 წლის ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის , რომელიც ჩატარდა ქ . თბილისში.

შპს „ ემერჯენსი სერვისი“ 2015 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პროექტის თანამონაწილე.

შპს „ ემერჯენსი სერვისი“ ასევე მონაწილეობას იღებს პროექტში და სამედიცინო მომსახურებას უწევს ქუთაისის დ.აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის თანამშრომლებს 2014 წლიდან დღემდე.

შპს „ ემერჯენსი სერვისი“ ძირითადი კონტრაქტორია სადაზღვეო კომპანიების : ჯიპიაი ჰოლდინგი-ვენის სადაზღვევო ჯგუფი , ირაო ვენის სადაზღვევო ჯგუფი , ალდაგი , იმედი L , ალფა , უნისონი , არდი, ქართუ, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი, გლობალ ბენეფიტს ჯორჯია.

შპს „ ემერჯენსი სერვისი“-ს ძირითადი მომხმარებელია კერძო სექტორი.

შპს „ ემერჯენსი სერვის“-მა მომსახურების გაფართოების მიზნით შექმნა ქსელი და მასში გააერთიანა : სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი „კარდიოსერვისი“ ,შპს კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრი“, „009“ „ლაზარე“.

შპს „ ემერჯენსი სერვისი“-ს შვილობილი კომპანია ჰოსპიტალ სერვისი“ ახორციელებს პალიატიური მზრუნველობისა და ხანდაზმული და ქრონიკული პაციენტების ბინაზე მოვლას . შპს „ჰოსპიტალ სერვისი“ ასევე ფლობს ქ.თბილისსა და ქუთაისში პალიატიური მზრუნველობის კლინიკებს .

შპს „ ემერჯენსი სერვისი“-ის უპირველესი მიზანია თანამდეროვე მსოფლიო სტანდარტების მოთხოვნების პირობებში , პრიორიტეტულად ჩაითვალოს ქვეყნის მოსახლეობის მაღალხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა , რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებელს და წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების ადექვატურობას დასახული მიზნის მისაღწევად , რის საფუძველზეც კომპანია მუდმივად ხვეწს და ანვითარებს თავის საზღვრებში არსებულ სამედიცინო მომსახურებას , პაციენტზე ორიენტირებულ , ინდივიდუალურ და ეფექტურ დახმარება.